მშენებლობის შემდგომი დასუფთავება

ახალი სივრცე — სუფთა და მზად გამოყენებისთვის

 

რემონტისა და სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ სივრცეში ხშირად რჩება დიდი რაოდენობით სამშენებლო მტვერი, მცირე ნარჩენები, საღებავისა და წებოს კვალი. ასეთი დაბინძურების სრულად მოცილება ჩვეულებრივი ყოველდღიური დალაგებით ხშირად რთულია. პროფესიონალური მშენებლობის შემდგომი დასუფთავება კი საშუალებას გაძლევთ, განახლებული სივრცე სუფთა და მოწესრიგებული სახით მიიღოთ.

ჩვენ ვამუშავებთ როგორც საცხოვრებელ, ისე კომერციულ და საოფისე სივრცეებს. სამუშაოს მოცულობა განისაზღვრება ობიექტის მდგომარეობისა და ჩატარებული სამშენებლო სამუშაოების ტიპის მიხედვით. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ზედაპირებიდან სამშენებლო მტვრის მოცილებას და იმ ადგილების დამუშავებას, სადაც დაბინძურება ყველაზე ხშირად გროვდება.

 

ჩვენი მომსახურება შეიძლება მოიცავდეს:

 

  • სამშენებლო მტვრისა და წვრილი ნარჩენების მოცილებას;
  • იატაკისა და კედლების გაწმენდას;
  • ფანჯრების, მინებისა და ჩარჩოების წმენდას;
  • საღებავისა და წებოს მცირე კვალის დამუშავებას;
  • კარებებისა და სხვადასხვა ზედაპირის გაწმენდას;
  • სამზარეულოსა და სველი წერტილების სრულ დასუფთავებას;
  • კარადებისა და სხვა ჩაშენებული ელემენტების გაწმენდას;
  • საბოლოო დასუფთავებას სივრცის გამოყენებისთვის მოსამზადებლად.

 

მშენებლობის შემდეგ დასუფთავებისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მტვრის მოცილება, არამედ თითოეული ზედაპირისთვის შესაბამისი მეთოდის გამოყენება. სხვადასხვა მასალაზე არასწორმა საშუალებამ ან ტექნიკამ შესაძლოა ზედაპირი დააზიანოს, ამიტომ სამუშაო პროცესში ვითვალისწინებთ მასალის ტიპსა და მის მდგომარეობას.

განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ დეტალებს, რომლებიც ერთი შეხედვით შესაძლოა შეუმჩნეველი დარჩეს — კუთხეებს, კარადების შიდა ნაწილებს, ფანჯრის რაფებს, კარის ჩარჩოებსა და სხვა რთულად მისადგომ ადგილებს. სწორედ ასეთი დეტალების დამუშავება ქმნის საბოლოოდ სრულად სუფთა და მოწესრიგებული სივრცის ეფექტს.

ჩვენი მიზანია, სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ თქვენ აღარ დაგჭირდეთ დამატებითი დროის დახარჯვა დასუფთავებაზე. ვაშორებთ დარჩენილ მტვერსა და დაბინძურებას, რათა ახალი ან განახლებული სივრცე სუფთა, კომფორტული და გამოყენებისთვის მზად დაგხვდეთ.

ჩვენი გუნდის მიერ შესრულებული პროექტები

ჩვენი დასუფთავებული ვილა

იხილეთ ყველა

სხვა სერვისები

01

მშენებლობის შემდგომი დასუფთავება

ვაშორებთ სამშენებლო მტვერს, ნარჩენებსა და დაბინძურებას, რათა სივრცე გამოყენებისთვის მზად იყოს.
02

ბინის დასუფთავება

ვზრუნავთ თქვენი სახლის თითოეული სისუფთავეზე- ყველა სივრცე, ყველა ზედაპირი, ყველა დეტალი.
03

სასტუმროებისა და კომერციული ობიექტების დასუფთავება

სტანდარტიზებული, სწრაფი და სანდო მომსახურება სასტუმროებისა და ბიზნეს ობიექტებისთვის.
04

გენერალური დასუფთავება

სიღრმისეული წმენდა მთელი სივრცისთვის — რთულად მისადგომი ადგილების ჩათვლით.