ბინის დასუფთავება

სუფთა სახლი — კომფორტული ყოველდღიურობა

 

ვზრუნავთ თქვენი სახლის თითოეულ დეტალზე — ყველა სივრცეზე, ყველა ზედაპირსა და ყველა კუთხეზე. სუფთა და მოწესრიგებული სახლი ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო კომფორტულს ხდის, თუმცა სრულყოფილი სისუფთავის შენარჩუნება ყოველთვის მარტივი არ არის. სწორედ ამიტომ გთავაზობთ პროფესიონალურ დასუფთავებას კერძო სახლებისა და ბინებისთვის.

ჩვენი მომსახურება მორგებულია როგორც მცირე ზომის ბინებზე, ისე დიდ კერძო სახლებზე. სამუშაოს მოცულობა და მიდგომა განისაზღვრება სივრცის ზომის, მდგომარეობისა და თქვენი ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით. შესაძლებელია როგორც რეგულარული, ისე ერთჯერადი და გენერალური დასუფთავების დაგეგმვა.

 

ჩვენი მომსახურება შეიძლება მოიცავდეს:

 

  • მისაღები ოთახებისა და საძინებლების დასუფთავებას;
  • სამზარეულოსა და საყოფაცხოვრებო სივრცეების წმენდას;
  • სველი წერტილების საფუძვლიან დამუშავებას;
  • იატაკისა და ხალიჩების გაწმენდას;
  • ავეჯისა და სხვადასხვა ზედაპირის წმენდას;
  • კარებების, სახელურებისა და ჩარჩოების გაწმენდას;
  • ფანჯრის რაფებისა და რთულად მისადგომი ადგილების დამუშავებას;
  • მტვრისა და ყოველდღიური დაბინძურების მოცილებას.

ყურადღებას ვაქცევთ როგორც თვალსაჩინო ზედაპირებს, ისე იმ ადგილებს, რომლებიც ყოველდღიური დალაგებისას ხშირად გვავიწყდება. კუთხეები, თაროები, ავეჯის დეტალები და სხვა რთულად მისადგომი ადგილები ეტაპობრივად მუშავდება, რათა სივრცის სისუფთავე მხოლოდ ზედაპირული არ იყოს.

თუ გსურთ სახლში მუდმივად მოწესრიგებული გარემოს შენარჩუნება, შეგვიძლია შევარჩიოთ თქვენთვის მოსახერხებელი მომსახურების სიხშირე. რეგულარული დასუფთავება ხელს უწყობს ჭუჭყისა და მტვრის დაგროვების შემცირებას და საშუალებას გაძლევთ მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ თავსა და ყოველდღიურ საქმეებს.

ჩვენი მიზანია, თითოეული ვიზიტის შემდეგ თქვენი სახლი იყოს სუფთა, მოწესრიგებული და სასიამოვნო. თქვენ უბრალოდ გვანდობთ სივრცეს — დანარჩენზე ჩვენი გუნდი იზრუნებს.

ჩვენი გუნდის მიერ შესრულებული პროექტები

იხილეთ ყველა

სხვა სერვისები

რბილი ავეჯის, ხალიჩებისა და მატრასების წმენდა

ვახდენთ რბილი ზედაპირების პროფესიონალურ წმენდას შესაბამისი ინვენტარითა და უსაფრთხო საშუალებებით.

გენერალური დასუფთავება

სიღრმისეული წმენდა მთელი სივრცისთვის — რთულად მისადგომი ადგილების ჩათვლით.

ოფისის დასუფთავება

სუფთა სამუშაო სივრცე უფრო პროდუქტიულ გარემოს ქმნის. ვემსახურებით მცირე, საშუალო და დიდ ოფისებს.

ბინის დასუფთავება

ვზრუნავთ თქვენი სახლის თითოეული სისუფთავეზე- ყველა სივრცე, ყველა ზედაპირი, ყველა დეტალი.